ადანას პროვინციაში, პლასტმასის გადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი ხანძარია
თურქეთის პროვინცია ადანაში, პლასტმასის გადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
NTV-ს ინფორმაციით, ცეცხლი ახლომდებარე კოსმეტიკურ ქარხანაზე გავრცელდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები, პოლიცია და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია


