მიწისძვრა ჩინეთში – დაშავებულია 21 ადამიანი, დანგრეულია შენობები
ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია შანდონში 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, გასულ ღამეს, 21 ადამიანი დაშავდა და 126 შენობა ჩამოინგრა. აღნიშნულის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელზე დაყრდნობით “Reuters” იტყობინება.
მიწისძვრა 10 კმ სიღრმეზე დეჟოუს ქალაქ პინგიუანში, ადგილობრივი დროით 02:33 საათზე მოხდა.
რკინიგზამ ზოგიერთი მარშრუტებზე, როგორიცაა პეკინი-შანხაი და პეკინი-კოულუნი, მოძრაობა შეაჩერა.
მიწისძვრა პეკინში, ტიანჯინში და ბევრ სხვა ადგილას იგრძნობოდა. სულ 52 ბიძგი მოხდა. ზოგიერთი გაზსადენის ქსელის დაზიანების გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება შეჩერებულია.