ივლისის ტყის ხანძარი საბერძნეთში ყველაზე ძლიერი იყო ბოლო 13 წლის განმავლობაში
საბერძნეთის 2023 წლის ივლისის ტყის ხანძარმა სულ 50,791 ჰეკტარი მწვანე საფარი გაანადგურა.
როგორც გაირკვა, მიმდინარე წლის ივლისის, ხანძრებმა მნიშვნელოვნად მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე ნებისმიერმა ბოლო 13 წლის განმავლობაში შესაბამის პერიოდში. 2023 წლის ივლისში დამწვარი ტერიტორიები სამჯერ მეტია 2022 წლის იმავე თვესთან შედარებით და ოთხჯერ მეტი ვიდრე 2021 წლის იმავე პერიოდში.
ხანძრის შედეგად დაზარალებული ტერიტორიის დაახლოებით 43%-მა წარსულში განიცადა მსგავსი განადგურება, რაც ართულებს ბუნებრივი ლანდშაფტის აღდგენას.