ორი მომაკვდინებელი შტორმის შემდეგ, აღმოსავლეთ აზიას თავს ტაიფუნი „ჰანუნი“ დაატყდა

ნელა მოძრავი „ჰანუნი“ – მესამე ტაიფუნია, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირაში აღმოსავლეთ აზიას დაატყდა თავს. ის პეკინში ყველაზე ძლიერი წვიმების კიდევ უფრო გამწვავებას ემუქრება, რაც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში არ მომხდარა.

სტიქიის შედეგად იაპონიაში, ჩინეთსა და ინდოეთში ასობით ადამიანი დაზარალდა, არიან დაღუპულები, მათ შორის ბავშვებიც.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთი ექსტრემალური ამინდის მოვლენები გლობალური დათბობის გამო გახშირდება.

„ჰანუნი“ მოჰყვება ორ სხვა ტაიფუნს, „თალიმს“ და „დოქსურს“. ეს სუპერქარიშხალებია, რომლებიც ასევე დაატყდა თავს ფილიპინებსა და ტაივანს, რის შედეგადაც ბოლო რამდენიმე კვირაში 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები