„კოპერნიკის“ კვლევის მიხედვით, ოკეანეების ტემპერატურამ მიმდინარე კვირაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
ოკეანეების ტემპერატურამ მიმდინარე კვირაში, აქამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურის, „კოპერნიკის“ კვლევაშია აღნიშნული, რომლის შესახებაც BBC-ი იუწყება.
კვლევის თანახმად, ზღვის ზედაპირის საშუალო დღიურმა ტემპერატურა ამ კვირაში 2016 წლის რეკორდს გადააჭარბა და 20.96 გრადუსი შეადგინა, რაც ამ დროის საშუალო წლიურ მაჩვენებელს ბევრად აღემატება.
ოკეანეები სასიცოცხლო მნიშვნელობის კლიმატის მარეგულირებელია. ისინი შთანთქავენ სითბოს, აწარმოებენ დედამიწის ჟანგბადის ნახევარს და არეგულირებენ ამინდის ნიმუშებს.
უფრო თბილ წყლებს ნახშირორჟანგის შთანთქმის ნაკლები უნარი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტის სათბური გაზის მეტი რაოდენობა ატმოსფეროში დარჩება. მას ასევე შეუძლია დააჩქაროს მყინვარების დნობა, რომლებიც მიედინება ოკეანეში, რაც გამოიწვევს ზღვის დონის მატებას.
ცხელი ოკეანეები და სიცხის ტალღები აწუხებს ზღვის სახეობებს, როგორიცაა თევზები და ვეშაპები, რის გამოც ისინი მოძრაობენ უფრო გრილი წყლების ძიებაში, რაც არღვევს კვების ჯაჭვს. ექსპერტები აცხადებენ, რომ თევზის მარაგები შეიძლება დაზარალდეს.
ზოგიერთი მტაცებელი ცხოველი, მათ შორის ზვიგენები, შეიძლება აგრესიულები გახდნენ, რადგან ისინი იბნევიან უფრო ცხელ ტემპერატურაზე.