პუტინმა 30 წლამდე გაწვევის ასაკის გაზრდის კანონს მოაწერა ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც 18-დან 30 წლამდე ჯარში გაწვევის ასაკს ზრდის.

გაწვევის მაქსიმალური ასაკი 27-დან 30 წლამდე იზრდება. ქვედა ზღვარი არ შეცვლილა და 18 წელს შეადგენს, თუმცა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ამ ასაკის 21 წლამდე გაზრდის წინადადებით გამოდიოდა.

“ვიორსტკა” წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციში ასეთი ნაბიჯი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ არასახარბიელო იქნება, კანონი ძალაში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები