პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს(ფოტო,ვიდეო)

რაჭაში, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერმინისტრი -,ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

არსებული ინფორმაციით, საგანგებო შტაბის სხდომას ასევე ესწრება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია, რაჭა-ლეჩხუმისა და  ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული – პაპუნა მარგველიძე.

მედიისთვის განცხადებები სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, მაშველებმა კი 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები