“რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან საბრძოლო მასალის შეძენას ცდილობს” – თეთრი სახლი

შეერთებული შტატების დაზვერვამ დაადგინა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებას განიხილავს.

ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, – იტყობინება CNN-ი.

მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი „ცდილობს გაზარდოს სამხედრო თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეასთან, მაგალითად, საარტილერიო საბრძოლო მასალის მიყიდვით“.

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმის, თუ რამდენად სასოწარკვეთილია პუტინი, რადგან მისი სამხედრო მანქანა ზარალდება სანქციებისა და ექსპორტის კონტროლისგან“, – დასძინა კირბიმ და აღნიშნა, რომ რუსი ოფიციალური პირები სამხედრო დახმარებისთვის ასევე მიმართავენ ირანს და ჩინეთს.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ დააყოვნებს რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები