“ვაგნერის” მიზანი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დესტაბილიზაციაა” – მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, “ვაგნერის” დაქირავებულები ბელარუსში ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დესტაბილიზაციის მიზნით გადაისროლეს.

მისი თქმით, პოლონეთის და ლიეტუვის შეფასებით, ბელარუსში დაახლოებით 4 000 “ვაგნერელი” იმყოფება, რომელთა გამოყენება დესტაბილიზაციისთვის არის შესაძლებელი.

„მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ პროვოკაციების რიცხვი გაიზრდება“, – განაცხადა მორავეცკიმ ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები