ბრაზილიის 3 შტატში ნარკომაფიის წინააღმდეგ რეიდები ჩატარდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 43 ადამიანი დაიღუპა.
პოლიციის ცნობით, რიო-დე-ჟანეიროს ფაველებში ოპერაციის დროს ძალოვანებს საპასუხო ცეცხლის გახსნა მოუწიათ, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა.
კიდევ 14 ადამიანია მოკლული სან პაულოს შტატში ხუთდღიანი საპოლიციო ოპერაციის „ფარის“ დროს.
ბაიას ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატის ხელისუფლებამ 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა.
გარდა ამისა, სან-პაულოს შტატში 58 ადამიანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ზღვისპირა ქალაქ გუარუჟაში სპეცრაზმელი მოკლეს.
ბრაზილიური მედიის ცნობით, ოპერაციების დროს ამოღებულია 385 კგ ნარკოტიკი და იარაღი.
მიმდინარე წლის 30 მარტს, საერთაშორისო კრიმინალური ჯგუფის ლიკვიდაციის ოპერაციის დროს 15 ადამიანი დააკავეს.
მაშინ ხელისუფლებამ 80 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ქონების კონფისკაცია მოახდინა და ამოიღო 17 ტონაზე მეტი კოკაინი, რომლის საცალო ფასი რამდენიმე მილიარდ ევროს შეადგენდა.