ტრამპი: უაღრესად წარმატებული ყოფილი პრეზიდენტისა და წამყვანი კანდიდატისთვის ბრალის წაყენება უპრეცედენტოა
უაღრესად წარმატებული ყოფილი პრეზიდენტისა და წამყვანი კანდიდატისთვის ბრალის წაყენება უპრეცედენტოა, რამაც გააღვიძა მსოფლიო კორუფციით, სკანდალითა და წარუმატებლობით, – ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე მისთვის წაყენებულ ბრალდებას.
მისი თქმით, ამერიკა დაღმასვლის მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ ის კვლავ დიდებული ქვეყანა გახდება.
„მადლობა ყველას!!! აქამდე ამდენი მხარდაჭერა არასდროს არაფერზე მქონია. ყოფილი [უაღრესად წარმატებული!] პრეზიდენტისა და წამყვანი კანდიდატისთვის ბრალის წაყენება უპრეცედენტოა, რამაც გააღვიძა მსოფლიო კორუფციით, სკანდალითა და წარუმატებლობით, რომელსაც შეერთებულ შტატებში ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს ადგილი. ამერიკა დაღმასვლის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ მას კვლავ დიდებულს გავხდით, უფრო დიდებულს, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ყველანი მიყვარხართ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს.