“ევროპას უკრაინის ომის მოსაგვარებლად კრეატიული ინიციატივები აკლია” – რომის პაპი

რომის პაპ ფრანცისკეს ეჭვი ეპარება, რომ დასავლეთის ქვეყნები მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისკენ, დაწყებული უკრაინის გამანადგურებელი ომით, სწორი მიმართულებით მოძრაობენ.

ამის შესახებ მან პორტუგალიაში მოგზაურობისას განაცხადა, – წერს Vatican News-ი.

პონტიფიკოსმა დაგმო იარაღის წარმოებაში ინვესტიციების ზრდა და აღნიშნა, რომ ეს იწვევს “ნამდვილი ადამიანური კაპიტალის ამოწურვას: განათლებას, ჯანდაცვას, კეთილდღეობას”.

„ევროპისადმი ღრმა სიყვარულით და დიალოგის სულისკვეთებით, რომელიც განასხვავებს ამ კონტინენტს, შეგვიძლია, ვკითხოთ მას: „სად მიცურავ, თუ არ უჩვენებ მსოფლიოს მშვიდობის გზებს, კრეატიულ გზებს უკრაინაში ომის დასრულებისა და მრავალი სხვა კონფლიქტისთვის, რომლებიც ამდენ სისხლის ღვრას იწვევს?”, – თქვა ფრანსისკმა.

მან დასძინა, რომ ოცნებობს ევროპაზე, “რომელიც თავის დიდ ნიჭს გამოიყენებს კონფლიქტების მოსაგვარებლად”.

გასულ უქმეებზე რომის პაპმა რუსეთს მარცვლეულის ინიციატივის განახლებისკენ მოუწოდა და მიმართა „ძმებს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები