“ვინც თავს აყენებს კონსტიტუციაზე მაღლა, არასდროს უნდა იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი” – მაიკ პენსი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებას ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსი გამოეხმაურა.
მისი თქმით, კონსტიტუციაზე მაღლა არავინ უნდა დადგეს.
„დღევანდელი ბრალდება ემსახურება მნიშვნელოვან შეხსენებას: ვინც თავს აყენებს კონსტიტუციაზე მაღლა, არასდროს უნდა იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, – განაცხადა მაიკ პენსმა.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს.