ინდონეზიის დასავლეთ პაპუას პროვინციაში გვალვას ექვსი ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი ემსხვერპლა.
ამის შესახებ პორტალი Grid-ი იტყობინება.
აღინიშნება, რომ დაზარალებულ რაიონებში მოსახლეობა შიმშილობდა.
დაზუსტებულია, რომ გარდაცვლილებს აღენიშნებოდათ ზოგადი სისუსტე, დიარეა, ცხელება, აფთოზური წყლულები და თავის ტკივილი.
ინდონეზიის კატასტროფების მონაცემთა ცენტრის ხელმძღვანელმა, აბდულ მუჰარიმ დაადასტურა, რომ პუნჩაკის ოლქში გვალვამ მოსავლის უკმარისობა გამოიწვია.
გვალვის შედეგად, გარკვეულწილად, სულ 7 500 მაცხოვრებელი დაზარალდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინდონეზიის ხელისუფლებამ პროვინციაში სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
ქვეყნის პრეზიდენტის, ჯოკო ვიდოდრის შესაბამისი ბრძანებულება დღეს გამოქვეყნდა.
დახმარების პაკეტში შედის საკვები, ტანსაცმელი, საბნები და სამედიცინო საშუალებები.