ოკუპანტებმა ხერსონში საავადმყოფო დაბომბეს – დაღუპულია ექიმი და დაიჭრა მედდა

რუსი ოკუპანტები უკვე მეორე დღეა, ხერსონს და მის გარეუბანს ბომბავენ.

​”რაშისტებმა” ცოტა ხნის წინ ქალაქის ცენტრში სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს, რის შედეგადაც ყელ-ყურის ექიმი დაიღუპა და დაიჭრა მედდა, რომელსაც ყბა აქვს დაზიანებული.

ამის შესახებ ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რომან მროჩკომ დაწერა.

„დარტყმა მოხდა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაზე, რის შედეგადაც ახალგაზრდა ექიმი გარდაიცვალა, რომელიც სულ რამდენიმე დღეა, მუშაობს. დაიჭრა მედდა, რომლის სიცოცხლისთვის ექიმები იბრძვიან“, – განაცხადა მროჩკომ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ხერსონის დაბომბვის შედეგად, კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილება დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები