ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო უაღრესად აფასებს ჩინეთის უმნიშვნელოვანეს როლს გლობალურ ეკონომიკაში და მის მნიშვნელოვან წვლილს მსოფლიოს ქვეყნების განვითარებასა და პროგრესში

საქართველო უაღრესად აფასებს ჩინეთის უმნიშვნელოვანეს როლს გლობალურ ეკონომიკაში და მის მნიშვნელოვან წვლილს მსოფლიოს ქვეყნების განვითარებასა და პროგრესში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს და ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები წარმატებულ ისტორიად იქცევა კავშირების გაღრმავებით და საერთო მიზნების რეალიზებით.

„ძვირფასო მეგობრებო, საქართველო უაღრესად აფასებს ჩინეთის უმნიშვნელოვანეს როლს გლობალურ ეკონომიკაში და მის მნიშვნელოვან წვლილს მსოფლიოს ქვეყნების განვითარებასა და პროგრესში. ჩინეთის დინამიურმა ზრდამ, ინოვაციებმა და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი ერთგულებამ ის აქცია ძირითად პარტნიორად გლობალური გამოწვევების გადაჭრისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო მხარს უჭერს პრეზიდენტ სის გლობალურ ინიციატივებს, როგორიცაა გლობალური განვითარების ინიციატივა, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა და გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა. გამოვთქვამთ მზადყოფნას გავაძლიეროთ თანამშრომლობა მათ ფარგლებში.

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები წარმატებულ ისტორიად იქცევა კავშირების გაღრმავებით და ჩვენი საერთო მიზნების რეალიზებით. ამ თვალსაზრისით, მტკიცედ ვაცხადებ, რომ ჩემი ქვეყანა გთავაზობთ მეგობრულ გარემოს და ყველა საჭირო მხარდაჭერას ასეთი მიზნების განსახორციელებლად.

საქართველო არის უცილობელი კავშირი 8 ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნისთვის, რომელიც ხელს უწყობს უწყვეტ ვაჭრობას ორ კონტინენტს შორის ჩვენი მთავრობის მხარდაჭერით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, ადამიანური კაპიტალით და რეგიონული დაკავშირებადობით. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში, ჩემი ქვეყანა ამ ფართო რეგიონში მოიაზრება როგორც განსაკუთრებული კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო კომპანიებისა და ბიზნესებისთვის.

ბიზნესი საქართველოში ფასდაუდებელ წვდომის ადგილს პოულობს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიას, არამედ ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონებში, რაც მათ საშუალებას აძლევს წვდომა იქონიონ მრავალფეროვან ბაზრებზე. როგორც ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და ენერგეტიკის გადამწყვეტი შესვლისა და გასვლის ადგილი, საერთაშორისო კომპანიებს ვთავაზობთ უაღრესად კონკურენტულ გარემოს, რათა თავიანთი საქმიანობა გააფართოონ ამ ფართო რეგიონში.

უფრო მეტიც, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ერთდროულად ჩინეთთან და ევროკავშირთან. საერთო ჯამში, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 45 ქვეყანასთან (მათ შორის ევროკავშირის 27 სახელმწიფოსთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, თურქეთთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებთან) და კიდევ ბევრი გვაქვს მოლაპარაკების ფაზაში. შესაბამისად, საქართველოს პროდუქციას შეუძლია მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ზე შევიდეს არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც დაახლოებით 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენს”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები