ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი: „ხობი 2 ჰესის” მშენებლობაზე 300 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილია ადგილობრივია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი “ხობი 2 ჰესის” მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო. სადგური სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარეში,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარეობს მდინარე ხობისწყალზე მდებარეობს. ჰესის დადგმული სიმძლავრეა 46,7 მგვტ, ხოლო წელიწადში მას 202 მლნ კვტ.სთ – ის გამომუშავება შეუძლია. სადგურის პროექტის ინვესტიციის მოცულობამ დაახლოებით  63,1 მლნ.აშშ. დოლარი შეადგინა.
„ხობი 2 ჰესი” მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტია სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარეში. უშუალოდ მშენებლობის პროცესში 300 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილია ადგილობრივია. სადგურის ამოქმედება რეგიონის ელექტრომომარაგებას კიდევ უფრო მდგრადს და სტაბილურს გახდის, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტს მნიშვნელოვანი საგადასახადო შემოსავალი ექნება,” – აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი ,,ხობი 2 ჰესის” მშენებლობაზე გაფორმდა 2015 წელს. სადგური ექსპლუატაციაში 2023 წლის ბოლოს შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები