ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა, სადაც მომავალ კვირას თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნეთანიაჰუ თურქეთში 28 ივლისს გაემგზავრება.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი თურქეთში 2008 წლის შემდეგ არ ყოფილა, თუმცა პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი თურქეთს შარშან ეწვია, ხოლო მაშინდელი პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი ერდოღანს ნიუ-იორკში შეხვდა.