უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა პოლონეთის გეგმას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვის შესახებ “არამეგობრული და პოპულისტური” ნაბიჯი უწოდა.
ამის შესახებ შმიგალმა Twitter-ში დაწერა.
პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა ჩაშალა მარცვლეულის ინიციატივა, ანადგურებს შავი ზღვის პორტების ინფრასტრუქტურას და კიდევ ერთხელ ახდენს გლობალური სასურსათო კრიზისის პროვოცირებას.
მისი თქმით, ამ კრიტიკულ მომენტში, პოლონეთი აპირებს – გააგრძელოს ევროკავშირში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება.
“ეს არის არამეგობრული და პოპულისტური ნაბიჯი, რომელიც სერიოზულად დააზარალებს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას და უკრაინის ეკონომიკას. ჩვენ მოვუწოდებთ პარტნიორებს და ევროკომისიას, უზრუნველყონ უკრაინული საკვების შეუფერხებელი ექსპორტი ევროკავშირში”, – თქვა შმიჰალმა.
მან დასძინა, რომ ეს არის სოლიდარობა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ – მსოფლიოს მიმართ, რომელსაც სჭირდება უკრაინული მარცვლეული.