ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2024 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროსაბჭოში განაცხადეს.
პაკეტი პირველად 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო შემოიღეს, ხოლო 2022 წლის თებერვლიდან გააფართოვეს.
სანქციები მოიცავს სექტორული ზომების ფართო სპექტრს, მათ შორის, ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიებისა და ორმაგი დანიშნულების საქონელზე, მრეწველობაზე, ტრანსპორტსა და ფუფუნების საქონელზე შეზღუდვებს.
ასევე, მოიცავს – რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტის ან გადაზიდვის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას და კრემლის მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე დეზინფორმაციული მედიის მაუწყებლობისა და ლიცენზიის შეჩერებას.
ეკონომიკური სანქციების გარდა, ევროკავშირი ახორციელებს სხვადასხვა სახის ზომებს რუსეთის მიერ უკრაინის „დესტაბილიზაციის“ საპასუხოდ.
კერძოდ, ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვა უკანონოდ ანექსირებულ ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლთან, ასევე დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებთან, რომლებსაც უკრაინის მთავრობა არ აკონტროლებს; ინდივიდუალური შემზღუდავი ზომები (აქტივების გაყინვა და მოგზაურობის შეზღუდვები) ფიზიკური და სუბიექტების ფართო სპექტრის მიმართ, ასევე დიპლომატიური ზომები.