უკრაინის სარაკეტო თავდასხმის მესამე ღამე – ოკუპანტებმა 19 ფრთოსანი რაკეტა და 19 დრონი გამოიყენეს

რუსი ოკუპანტები უკრაინას უკვე მესამე ღამეა, ინტენსიურად ბობმავენ.

20 ივლისის “რაშისტების” სამიზნე ოდესა და მიკოლაევი იყო.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მოწინააღმდეგემ, ჯამურად, 38 საბრძოლო მასალა გამოიყენა: 19 ფრთოსანი რაკეტა და 19 დრონი.

კერძოდ, ანექსირებულ ყირიმში მდებარე “ბასტიონის” სანაპირო სარაკეტო სისტემიდან 7 ფრთოსანი რაკეტა „ონიქსი“ იყო გაშვებული.

შავი ზღვიდან რვა Tu-22MZ თვითმფრინავიდან გაშვებულია ოთხი ფრთოსანი რაკეტა Kh-22. სამი “კალიბრის” საზღვაო ფრთოსანი რაკეტა, სავარაუდოდ გაშვებულია შავი ზღვის წყალქვეშა ნავიდან.

ასევე, გასროლილია ხუთი “ისკანდერ-K”-ს სახმელეთო ფრთოსანი რაკეტა ოკუპირებული ყირიმიდან და 19 “შაჰედ-136/131” ჩაუდადან და კურსკიდან.

საჰაერო ძალების და საჰაერო საშუალებების ერთობლივი მუშაობის შედეგად, განადგურებულია 18 სამიზნე, კერძოდ, 2 საზღვაო ფრთოსანი რაკეტა “კალიბრი”; 3 სახმელეთო ფრთოსანი რაკეტა „ისკანდერ-K“; 13 “შაჰედ-136/131′.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები