პუტინმა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებაში დაბრუნების პირობები დაასახელა

რუსეთი მზადაა დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს მარცვლეულის შეთანხმებას, თუ შეთანხმებაში მისი მონაწილეობის ყველა წინასწარ შეთანხმებული პირობა დაკმაყოფილდება და აღდგება მისი „პირვანდელი ჰუმანიტარული არსი“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა გარიგების არსი მთლიანად დაამახინჯეს და შედეგად ევროპულმა კომპანიებმა ისარგებლეს, ხოლო რუსული ხელშეკრულებებისთვის ზარალი აღმოჩნდა.

როგორც კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რუსეთი შეთანხმების გახანგრძლივებას ეწინააღმდეგებოდა, რადგან მისმა გაგრძელებამ იმ სახით, როგორითაც არსებობდა, ყოველგვარი აზრი დაკარგა.

მიუხედავად ამისა, პუტინის განცხადებით, მოსკოვი არ არის წინააღმდეგი, რომ მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მონაწილეობის ყველა წინასწარ შეთანხმებული პირობა დაკმაყოფილდება, კერძოდ:

  • რუსული მარცვლეულისა და სასუქების მიწოდებაზე სანქციების მოხსნა;
  • რუსული ბანკებისთვის ყველა დაბრკოლების მოხსნა, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე სურსათის მიწოდებას უზრუნველყოფენ, მათ შორის მათი დაკავშირება SWIFT-თან;
  • რუსეთის ფედერაციისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სასუქების წარმოების კომპონენტებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდების აღდგენა;
  • სამუშაოების აღდგენა ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენზე, რომლის აფეთქებაშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს;
  • სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული რუსული აქტივების განბლოკვა;
  • მარცვლეულის გარიგების თავდაპირველი ჰუმანიტარული არსის აღდგენა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ 17 ივლისს განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები