საბერძნეთში, ბოლო 24 საათში, სულ მცირე 66 ტყის ხანძარი გაჩნდა

საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე 66 ტყის ხანძარი გაჩნდა.

მათივე ცნობით, საბერძნეთში, მიმდინარე კვირაში ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ოფიციალური პირების თქმით, ევაკუაცია სიფრთხილის მიზნით მიმდინარეობს.

სახანძრო სამსახურის ცნობით, სამედიცინო დახმარება სულ მცირე 55 ადამიანს აღმოუჩინეს, მათ შორის 23 მეხანძრე-მაშველს, რომლებსაც სუნთქვის პრობლემები ჰქონდათ.

ამასთან, სამი მსუბუქი დამწვრობის მქონე პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საბერძნეთის მოთხოვნით, ქვეყანას ხანძრის ქრობის სამუშაოებში ხვალ ისრაელიდან ორი თვითმფრინავი დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან ატიკას რეგიონში პარკები დაიხურება და კულტურული ღონისძიებები დროებით გადაიდება.

ოფიციალური პირები ამჟამად ხანძრის მთავარ კერებს დასავლეთ ატიკას რეგიონში, კუნძულ როდოსსა და პელოპონესის რეგიონში – ათენის დასავლეთით ებრძვიან. საბერძნეთში ტყის ხანძრები უკვე მესამე დღეა გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები