საფრანგეთში არეულობების დროს დაკავებულთა მიმართ 1200-ზე მეტი განაჩენი უკვე გამოტანილია, მათგან უმეტესობას თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ამის შესახებ Le Figaro წერს.
იუსტიციის მინისტრმა, ერიკ დიუპონ-მორეტიმ მედიას დაუდასტურა, რომ სასამართლოებმა 1278 განაჩენი უკვე გამოიტანეს, მათგან 95% გამამტყუნებელია.
1056 პირს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მათგან 742-ს რეალური ვადა, საშუალოდ 8,2 თვე.
დიუპონ-მორეტიმ ასევე დაადასტურა, რომ არასრულწლოვანი დამნაშავეების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მშობლებს დაეკისრებათ.
„ჩვენ არ ვსაუბრობთ დედის დასჯაზე, რომელიც შვილს მარტო ზრდის და საღამოს ცვლაში მუშაობს. განზოგადება არასწორია, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად შეფასდება“, – განაცხადა მინისტრმა.