ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი გიორგი ვაშაძის პრემიერმინისტრობის კანდიდატობის პირობებში კიდევ უფრო დაბლა დაიწევს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი გიორგი ვაშაძის პრემიერმინისტრობის კანდიდატობის პირობებში კიდევ უფრო დაიწევს.
„ნაცმოძრაობის“ რეიტინგი სულ უფრო დაბლა ჩადის, აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს. ეს პარტია ეძებს რაღაც სიახლეებს, თუმცა, ვაშაძის პრემიერმინისტრობის კანდიდატობის პირობებში, რა თქმა უნდა, ეს რეიტინგი კიდევ უფრო დაბლა დაიწევს. მე მივესალმები, რა თქმა უნდა, რომ „ნაცმოძრაობამ“ დაასახელოს გიორგი ვაშაძე თავის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურად. ეს იქნება ძალიან კარგი საპარლამენტო შედეგისთვის.
ნიკა მელიას რომ ჰქონდეს თავმოყვარეობა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქამდე დატოვებდა, მას მოწოდებაც კი არ უნდა სჭირდებოდეს. ის ისედაც არის პარტიიდან განდევნილი, მაგრამ ამ პოლიტიკურ გაერთიანებას ჯიუტად მაინც არ ტოვებს. წარმოიდგინე „ნაცმოძრაობას“ რომ ვერ ელევა კაცი, რა თავმოყვარეობაზე არის საერთოდ საუბარი? მათი შიდა დაპირისპირება არის ძალიან კარგი. სწორედ, შიდა პარტიული დაპირისპირების შედეგია, მათ შორის ის დაღმავალი რეიტინგი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ აღენიშნება“, – განაცხადა კობახიძემ.