ირაკლი კობახიძე: ლოგიკურია, რომ გვარამია ევროპარლამენტში ჩადის და ხვდება იმ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში არიან ჩართული

“გაირკვა, თუ ვისი დაკვეთით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია. ლოგიკურია, რომ ჩადის გვარამია ევროპარლამენტში და ხვდება ზუსტად იმ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ჩართული არიან ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში საქართველოს წინააღმდეგ”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გვარამია პირდაპირ ასოცირებულია დამოუკიდებელ მედიაზე შეტევასთან.

„კიდევ ერთხელ გაირკვა ის, თუ ვისი დაკვეთით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია. ეს მანამდე ვიოლა ფონ კრამონმაც თქვა. წინასწარ ჰქონდა მასთან შეთანხმებული ეს სალომე ზურაბიშვილს. მათ ბევრად ადრე იცოდნენ შეწყალების თაობაზე, ვიდრე საზოგადოებამ გაიგო ამის შესახებ საქართველოში.

რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ ჩადის გვარამია ევროპარლამენტში და ხვდება ზუსტად იმ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ჩართული არიან ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური და ასევე, მეტყველებს ამ ადამიანების დამოკიდებულებაზე საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართ. შეგახსენებთ, რომ გვარამია არის ზუსტად ის ადამიანი, რომელიც ფუთავდა 2007 წელს ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას. ეს არის პირდაპირ ასოცირებული დამოუკიდებელ მედიაზე შეტევასთან“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები