ირაკლი კობახიძე: ვიოლა ფონ კრამონი არასერიოზული ადამიანია

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმაურა.

„ვიოლა ფონ კრამონი არასერიოზული ადამიანია. მე მგონი, საერთოდ არ ღირს ამ ადამიანის კომენტარებზე კომენტარების კეთება. მას აქვს თავისი დღის წესრიგი და მიჰყვება ამ დღის წესრიგს. ჩვენ ვიცით, რომ ის არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტი“, – განაცხადა კობახიძემ.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართველ ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებს. კრამონი თბილისში გამართულ დემონსტრაციებს იხსენებს და ამბობს, რომ ახალგაზრდების ხელშია საქართველოს მომავალი და რომ მათ დახმარება სჭირდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები