ირაკლი ზარქუა: ალბათ, ნიკა გვარამიასგან ახალ ოპოზიციურ ლიდერს ამზადებენ

“დარწმუნებული ვარ, გვარამია დასავლეთში არსებულ ლობისტურ ჯგუფებს ხვდება, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ ჰყავს. ალბათ, ბატონი გვარამიასგან ახალ ოპოზიციურ ლიდერს ამზადებენ”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა ინფორმაციას, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სტრასბურგში იმყოფება.

ზარქუას თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 7, 10 გვარამია რომ დაიყენოს, ქართველი ხალხის ნებას ვერავინ გადავა.

„ვიზიტში მოულოდნელი არც არაფერი ყოფილა. დარწმუნებული ვარ, ხვდება დასავლეთში არსებულ ლობისტური ჯგუფებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ ჰყავს. ესენი არიან კუბილიუსები, ფოტიგები, ქალბატონი რასა. ალბათ, ბატონი გვარამიასგან ახალ ოპოზიციურ ლიდერს ამზადებენ. ისედაც ვიცოდით, რომ გვარამია ამ რადიკალურ ოპოზიციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ვინც ამ პროცესს მართავს. როგორც კი ის განერიდა და დანაშაულის ჩადენის შემდეგ ციხეში ჯდომა მოუწია, კი ნახეთ, როგორ ჩამოინგრა მთელი ოპოზიციური სპექტრი. სავარაუდოდ, ახალი ემოციებით, ახალი პროგრამებით, მისიებით, ამოცანებით იქნება ბატონი გვარამია დატვირთული. არადა, ქალბატონ პრეზიდენტს რომ ჰკითხოთ, რა მიზნითაც შეიწყალა, ეს ნაბიჯი უნდა ყოფილიყო საზოგადოების გამაერთიანებელი და რადიკალიზაციის შემამცირებელი. მგონია, პირიქით, საპირისპირო შედეგს მივიღებთ. ამაშიც ჩანს, როგორი აცდენილია ქალბატონი სალომე რეალურ ხედვებს, მოცემულობებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 7, 10 გვარამია რომ დაიყენოს, ქართველი ხალხის ნებას ვერავინ გადავა. ქართველი ხალხის ნება ისაა, რომ აქ იყოს სიმშვიდე და არა ქაოსი, ეკონომიკური კეთილდღეობა და უარი „მეორე ფრონტს”, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები