ირაკლი კობახიძე: თავდაცვის კოდექსი სწორედ იმისთვის არის მომზადებული, რომ უკეთესი სისტემა ჩამოყალიბდეს
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, თავდაცვის კოდექსი მომზადდა იმისთვის, რომ უკეთესი სისტემა ჩამოყალიბდეს.
“თავდაცვის კოდექსი სწორედ იმისთვის არის მომზადებული, რომ უკეთესი სისტემა ჩამოყალიბდეს. რაც შეეხება ოპოზიციის კონკრეტულ ნაწილს, მათ ერთადერთი რამ აწუხებთ, რომ დაკარგეს შემოსავლის წყარო, ისინი ჯარიდან თავის არიდებაში იღებდნენ ფულს, მექრთამეობით იყვნენ დაკავებული და ამის საშუალება აღარ აქვთ. აქედან გამომდინარე, აქვთ სუბიექტური მიზეზი, რომ არ მოხდეს ამ კოდექსის მიღება, თუმცა კოდექსს აუცილებლად მივიღებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
დღეს პარლამენტი თავდაცვის კოდექსს მეორე მოსმენით განიხილავს.