მიხეილ სარჯველაძე: ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს პროცესების დაჩქარება, რასაც შეუძლია საქართველოსა და უკრაინის ნატოს წევრ სახელმწიფოდ ქცევა
“ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს იმ პროცესების დაჩქარება, რასაც შეუძლია საქართველოსა და უკრაინის ნატოს წევრ სახელმწიფოდ ქცევა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ “პირველ არხს” განუცხადა.
მისივე თქმით, მოვლენები კარგად აჩვენებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს გაბედული გადაწყვეტილებების მიღებას, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით.
“ყველა კარგად ხვდება და აღიარებს, რომ 2008 წლამდეც ბევრი გაბედული ნაბიჯი უნდა ყოფილიყო გადადგმული, რასაც შეეძლო, შედეგად მოეტანა ის, რომ 2008 წლის სამხედრო აგრესია ყოფილიყო თავიდან აცილებული.
მგონი, შემდგომ განვითარებული მოვლენებიც კარგად აჩვენებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს გაბედული გადაწყვეტილებების მიღებას, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით. ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს იმ პროცესების დაჩქარება, რასაც შეუძლია საქართველოსა და უკრაინის ნატოს წევრ სახელმწიფოდ ქცევა“, – განაცხადა სარჯველაძემ.