პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიხსნა – სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ განხილვა გაგრძელდება
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა განმეორებითი რეგისტრაციის შედეგად გაიხსნა.
სხდომის გახსნის წინ რეგისტრაცია თავდაპირველად 75 დეპუტატმა გაიარა, კვორუმის არქონის გამო კი სხდომა ვერ გაიხსნა. რამდენიმე წუთში დეპუტატებმა რეგისტრაცია განმეორებით გაიარეს, რის შემდეგ სხდომაზე 92 დეპუტატის ყოფნა დაფიქსირდა.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ მეორე მოსმენით განხილვა გაგრძელდება.