რატი იონათამიშვილი: ნებისმიერ საერთაშორისო ვიზიტს აქვს ორმაგი დატვირთვა, მაშინ – როდესაც ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციის თვალსაზრისით პროაქტიურ პროცესს აჩვენებს
“ნებისმიერ საერთაშორისო ვიზიტს აქვს ორმაგი დატვირთვა და მნიშვნელობა, მაშინ – როდესაც ჩვენი ქვეყანა პროაქტიულ პროცესს აჩვენებს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, აქტიური და ნაყოფიერი დღის წესრიგი წარმატების წინაპირობაა.
„არა მხოლოდ ჩვენი გუნდის ლიდერების საერთაშორისო ვიზიტები, არამედ საერთაშორისო მთავარი პოლიტიკური აქტორების ვიზიტები ჩვენს ქვეყანაში არის ცალსახად პოზიტიური ნაბიჯი და თითოეულ ასეთ შეხვედრაზე მთავარი გზავნილი არის საქართველოს დაახლოება ევროპულ სტრუქტურებთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთი აქტიური და ნაყოფიერი დღის წესრიგი მიგვიყვანს საერთო წარმატებამდე“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.