თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მანქანა იწვის

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, მსუბუქი ავტომობილი იწვის.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. რის შედეგადაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულია მოტოციკლის მძღოლი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები