რატი იონათამიშვილი: პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის არჩევანსა და სწრაფვას ბედნიერებისთვის – ამა თუ იმ საკითხზე დისკუსია ცივილური ფორმებით უნდა გვქონდეს და არა – ძალადობრივი ქმედებებით
“პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის არჩევანსა და სწრაფვას ბედნიერებისთვის. ამა თუ იმ საკითხზე დისკუსია ცივილური ფორმებით უნდა გვქონდეს და არა – ძალადობრივი ქმედებებით, რაც ცალსახად მიუღებელია, მით უმეტეს, მაროდიორობის ელემენტები კიდევ უფრო მძიმე სანახავი იყო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “თბილისი პრაიდის” ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ძალადობას ყველა უნდა გაემიჯნოს.
“ნებისმიერ მსგავს შემთხვევაში უმთავრესი ამოცანაა, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა იქნეს დაცული. ამ მხრივ სამართალდამცავებმა მაღალი პროფესიული მომზადება აჩვენეს. არც ერთი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეჰქმნია, რაც უმნიშვნელოვანესია. ცხადია, თითოეული ჩვენგანი უნდა გაემიჯნოს და დავგმოთ ნებისმიერი სახის ძალადობა. ძალადობით არცერთი პრობლემის განეიტრალება არ შეიძლება, რადგან პრობლემა უფრო მეტად მწვავდება”, – განაცხადა იონათამიშვილმა.