რატი იონათამიშვილი: თითოეული სამიტი ახალი შესაძლებლობაა, რასაც ნატოს წევრი სახელმწიფოები უნდა იყენებდნენ

“ნატოს თითოეული სამიტი ახალი შესაძლებლობაა და ამ შესაძლებლობას განსაკუთრებით ნატოს წევრი სახელმწიფოები უნდა იყენებდნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ღია წერილი მათთვის დასკვნების გამოსატანად სახელმძღვანელო წერილი შეიძლება, იყოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნატოს საზღვრები მშვიდობის საზღვრებია, თუმცა, ამას გაფართოება სჭირდება.

“ნატოს საზღვრები მართლაც მშვიდობის საზღვრებია, ოღონდ ამას გაფართოება სჭირდება, რადგან, სამწუხაროდ, მხოლოდ დაპირებები ყოველთვის წამახალისებელი იქნება ისეთი აგრესორისთვის, როგორიც რუსეთია – რომელსაც საერთაშორისო სამართალი არ აინტერესებს, ორიენტირებულია მეზობელი ქვეყნების ოკუპაციაზე. არსებული პოლიტიკა გადასახედია იმ ჭრილში, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით ნატოს საზღვრების გაფართოება მშვიდობის გაძლიერებას ნიშნავს”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც იმ ოთხ ეჭვს ასახელებს, რომელიც, მისი აზრით, სკეპტიკოსების მხრიდან ნატოს წევრობის პროგრესისთვის დაბრკოლების შესაქმნელად გამოითქმებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები