მიხეილ სააკაშვილი: NATO-მ უკრაინას MAP-ის მოთხოვნა მოუხსნა, რაც გაწევრების დაჩქარებულ პროცედურას ნიშნავს – ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს

პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, NATO-ს მიერ უკრაინისთვის MAP-ის მოთხოვნის გაუქმება გაწევრების დაჩქარებულ პროცედურას ნიშნავს.

“NATO-მ უკრაინას MAP-ის მოთხოვნა მოუხსნა, რაც გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას ნიშნავს. ოთხი დიდი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით, ახლავე აძლევს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს, არადა, 2008-ში საქართველო ექაჩებოდა უკრაინას.

ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს და თვალებში უყურეთ, იქნებ, დაგინდონ და თქვენც არ შეგჭამონ დესერტად”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები