ირაკლი ზარქუა: საქართველო დიდი ხანია, მზადაა ნატოსთვის – ახლა ნატოს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას
“საქართველო დიდი ხანია, მზადაა ნატოსთვის. ახლა ნატოს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ღია წერილს.
ზარქუას თქმით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა სტანდარტები დაეკმაყოფილებინა.
„როდესაც ნატო მზად იქნება, ჩამოყალიბდებიან, მაშინ დაიწყება პროცედურები. არ ვაპირებ არასწორი მოლოდინების შექმნას. საქართველო დიდი ხანია, მზადაა ნატოსთვის. ახლა ნატოს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას. საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა დაეკმაყოფილებინა სტანდარტები, მათ შორის, ჯარის მოდერნიზაცია, საერთაშორისო მისიებში ჩვენი მაგარი ბიჭების გამოცდილება“, – აცხადებს ზარქუა.
ცნობისთვის, პაპუაშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც იმ ოთხ ეჭვს ასახელებს, რომელიც, მისი აზრით, სკეპტიკოსების მხრიდან ნატოს წევრობის პროგრესისთვის დაბრკოლების შესაქმნელად გამოითქმებოდა.