არჩილ თალაკვაძე: ფიზიკური დაპირისპირების მაღალი ალბათობა როცა არსებობს, სახელმწიფოს და სამართალდამცავების პრიორიტეტი გახლავთ, დაიცვან მოქალაქეების უსაფრთხოება და მართლწესრიგი

“ფიზიკური დაპირისპირების საფრთხე როცა არსებობს, სახელმწიფოს უპირველესი პრიორიტეტია, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და დაიცვას მართლწესრიგი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „თბილისი პრაიდის” ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ესკალაციის მაღალი რისკი არსებობდა, პოლიცია ამ ამოცანის გარშემო იყო მობილიზებული.

„ფიზიკური დაპირისპირების მაღალი ალბათობა როცა არსებობს, სახელმწიფოს და სამართალდამცავების უპირველესი მოვალეობა, პრიორიტეტი გახლავთ, დაიცვან მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და დაიცვან მართლწესრიგი. შესაბამისად, იმის გამო, რომ ესკალაციის მაღალი რისკი არსებობდა, პოლიცია იყო სრულად მობილიზებული ამ ამოცანის გარშემო. დანარჩენი უკვე შეფასებების საგანია. ვხედავთ სხვადასხვა გამოხმაურებას. ფიზიკური დაპირისპირების საფრთხე როცა არსებობს, სახელმწიფოს უპირველესი პრიორიტეტია, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და დაიცვას მართლწესრიგი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები