ირაკლი ზარქუა: პრეზიდენტს ვურჩევდი, ქართველი ხალხისა და საზოგადოების ინტერესებს დაჰყვეს

“პრეზიდენტს ვურჩევდი, ქართველი ხალხისა და საზოგადოების ინტერესებს დაჰყვეს. ნუ ჯიუტობს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა “საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას.

მისივე თქმით, პრეზიდენტი საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს.

„არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც რამდენიმე დეპუტატს აგვიანდება. ამიტომ, ახლა ვიღაცას თუ უნდა, სკანდალი გამოაცხოს, არ გამოვა და სხვა რაიმე ეძებონ, რა. პრეზიდენტს ვურჩევდი, ქართველი ხალხის, საზოგადოების ინტერესებს დაყვეს. ნუ ჯიუტობს, მეტი არაფერი. საზოგადოების გამაერთიანებელი იყოს, რისთვისაც ავირჩიეთ. ვთქვით, რომ აპოლიტიკური უნდა იყოს და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი. ქალბატონი სალომე ამისთვის ავირჩიეთ და, აი, ამ თავისი სიჯიუტით და არ ვიცი, რა უნდა, კითხვა რომ დაუსვათ – რა უნდა და ჩვენც გაგვაგებინეთ”, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები