გიორგი ზაქარაშვილი – ზელენსკის გადაწყვეტილებაზე: ბევრმა კოლეგამ, მათ შორის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, კერძო საუბარში აღნიშნა, რომ მათთვის ეს საკმაოდ გასაკვირი იყო

დიპლომატიურ პრაქტიკაში თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც ელჩს სთხოვენ, რომ წავიდეს კონსულტაციაზე თავის დედაქალაქში, განსაკუთრებით ასეთი თითიდან გამოწოვილი მოთხოვნით, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩემი აზრით მათთვისაც მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ისინიც საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან, შესაბამისად, მათი პრეზიდენტის გადაწყვეტილება უნდა აღასრულონ. ამიტომ, დააფიქსირეს პოზიცია, რომლის დაფიქსირებაც პრეზიდენტმა დაავალა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრმა კოლეგამ, მათ შორის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან კერძო საუბარში აღნიშნა, რომ მათთვის ეს საკმაოდ გასაკვირი იყო“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები