პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილა.
“დუნია მიატოვიჩმა, რომელიც, საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, თბილისის მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ეწვია, დღეს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
საუბარი შეეხო ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას, მოწყვლადი ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენის, დისკრიმინაციის და ძალადობის პრევენციის საკითხებს. აღინიშნა, რომ მიუღებელია ძალადობის და დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.