ირაკლი ღარიბაშვილი – ოპოზიციას: წინააღმდეგი იქნებით თუ არა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა? მე დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებს არ სურთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ჩვენი ხელისუფლების პირობებში

წინააღმდეგი იქნებით თუ არა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა? გაგვეცით ამ კითხვაზე პასუხი, მე ძალიან მაინტერესებს მაგალითად, მე დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებს არ სურთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ჩვენი ხელისუფლების პირობებში, დარწმუნებული ვარ, 100 % ვარ დარწმუნებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ყველა მათ ბინძურ პროვოკაციასთან დაკავშირებით.

„კითხვა უნდა დავსვათ რა გააკეთა ოპოზიციამ, ამ მავნებელმა ოპოზიციამ ამ 12 პუნქტის შესრულებაში? ერთი ფაქტი ხომ შეიძლება დაასახელოს რომელიმემ – ნული – არაფერი არ გაუკეთებიათ საერთოდ, გარდა მავნებლობისა, გარდა მტრობისა საკუთარი ქვეყნის ინტერესების და საბოტაჟისა და მუდმივი ბოიკოტისა, ეს არის რეალობა, არაფერი არ გაუკეთებიათ და არც გააკეთებენ, რატომ ? ახლავე მთავარს გეტყვით – ღიად თქვეს ამის თაობაზე და მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები გაოგნებულები იყვნენ, წინა პრემიერობის დროს მახსოვს კარგად, როცა უვიზო რეჟიმზე ვმუშაობდით, გაოგნებული მიყვებოდა ევროკომისარი და ასევე კომისიის პრეზიდენტი რომ თქვენი ოპოზიციის წევრები დადიან და გვთხოვენ, გვემუდარებიან, რომ საქართველომ არ მიიღოს, თქვენმა მოქალაქეებმა არ მიიღონ უვიზო რეჟიმი ამ ხელისუფლების დროსო, ეს იყო მტრობა, ვინ ჩაიდინა? ამ დესტრუქციულმა, მავნებელმა ოპოზიციამ. ეს კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული გვარები მითხრეს ,დავით ბაქრაძე, თუ გინდათ გავაგრძელოთ გავაგრძელებ მეც, კანდელაკი, მავნებლურად დადიოდნენ, ტვინი შეუჭამეს, რომ არ მისცეთ უვიზო რეჟიმი. აი რა არის ეს სხვა თუ არა ღალატი ქვეყნის ინტერესების, რომ იძახით ახლა რაღაცეებს, გამოდიხართ ლაპარაკობთ, მე ფაქტს გეუბნებით, თქვენ ერთი ფაქტი დამისახელეთ, მე ფაქტებს გიყვებით. უვიზო რეჟიმით, დღეს ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა და არა თქვენი, თქვენ არაფერი არ გაგიკეთებიათ საერთოდ, არაფერი მითუმეტეს ამ მიმართულებით. მეორე მთავარი კითხვა მინდა დაგისვათ ასევე თქვენ იყავით წინააღმდეგი ასე მეგობრებო, მავნებელ ოპოზიციას მივმართავ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ მიგვეღო უვიზო რეჟიმი, მადლობა ღმერთს მივიღეთ და ეს ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, მახსოვს მაშინ ბოლო ანგარიში რომ მივიღე 2015 წლის 17 დეკემბერი იყო დაიხურა ამითი საბოლოო ანგარიში და შედეგად გაცხადდა, რომ მიიღებს ქვეყანა უვიზო რეჟიმს ,დღეს ,რომ გადაადგილდებიან მათ შორის ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი მოქალაქეები და თქვენი ელიტა, „ნაციონალური მოძრაობის” თქვენი ელიტა, ეს არის ჩვენი დამსახურება და წინააღმდეგი ხართ დღეს რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი ,ხომ ასეა? თქვენ ხართ წინააღმდეგი და მე ფაქტები ჩამოგითვალეთ. რეზოლუცია, რომელიც მიაღებინეთ და არაფერი არ გაგიკეთებიათ იმისთვის, რომ ეს რეზოლუცია დაგებლოკათ თქვენ ეს იყო მტრობა პირდაპირ, პირდაპირ ზურგში ლახვარის ჩარტყმა იყო ისტორიულ მომენტში. რატომ გქონდათ რაღაც ბავშვური ილუზია, რომ სტატუსის არ მოცემის შემთხვევაში რევოლუციას მოაწყობდით? ვერაფერს ვერ მოაწყობდით, ვერაფერს ვერ მოაწყობთ საერთოდ, კარგად დაიმახსოვრეთ, ვიქნებით უკომპრომისო ყველა თქვენს ბინძურ პროვოკაციასთან დაკავშირებით. მაგისი ილუზიები აღარ გქონდეთ, მთავარი, ბოლო ჯოკერი გაითამაშეს, თავიანთი განადგურებული ბელადის შემოგზავნით, ყველა გეგმა ჩაგეფუშათ, ახლა მე მინდა კითხვა დაგისვათ, წინააღმდეგი იქნებით თუ არა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა? გაგვეცით ამ კითხვაზე პასუხი მე ძალიან მაინტერესებს მაგალითად, მე დარწმუნებული ვარ ამ ადამიანებს არ სურთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ჩვენი ხელისუფლების პირობებში, დარწმუნებული ვარ, 100 % ვარ დარწმუნებული. აი ეს არის რეალობა თუ გინდათ, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ თქვენს მიერ ჩადენილი ეროვნული ინტერესების ღალატის შესახებ, ასე რომ სტატუსის მინიჭებით მე ვფიქრობ ეს იქნება აღიარება ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღწეული პროგრესის, მუშაობის ბოლო 10-11 წლის განმავლობაში და ასევე რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის პროევროპულობის დაფასებაც და წახალისებაც და რაც მთავარია, აი ეს პოლარიზაცია რომელიც დღეს არის ქვეყანაში, ჩემი აზრით და ჩვენი კოლეგების შეფასებით, მინიმუმ განახევრდება ვინაიდან მათ გამოეცლებათ ყველა არგუმენტი იმისა, რომ ტყუილად იყვირონ, მით უმეტეს, თეორიულად, რომ დავუშვათ, არაფერი არ გაუკეთებიათ ევროპულ გზაზე, ვერც ვერაფერს ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ თავისი შინაარსით, თავისი მოწყობით, ყველაზე ანტი ევროპული, ფაშისტური ძალა და მავნებელი ძალაა ჩვენი დესტრუქციული ოპოზიცია. ასე, რომ ბატონო დავით 12 პუნქტიან გეგმას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ მადლობა ეკუთვნის ჩვენს პარლამენტს, ჩვენს უმრავლესობას, ჩვენს გუნდს, თავმჯდომარეს და ყველას, ვინც ჩართული იყავით, მთავრობა, რა თქმა უნდა, ჩართული იყო, ჩვენ ზედმიწევნით, პირნათლად შევასრულეთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ, შეიძლება ასეც ითქვას ამ რეკომენდაციების შესასრულებლად და ამის შესახებ ძალიან ბევრი დახურული შეხვედრები მქონდა მაქვს და მექნება კიდევაც, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ყველა დონეზე, ბრიუსელშიც და საერთოდ ორმხრივ ურთიერთობებშიც, დედაქალაქებში ყველგან, მე ვარწმუნებ ვცდილობ რომ დავარწმუნო რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა.
მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი, უმრავლესობა იზიარებს ამ შეფასებებს და აი ამ არგუმენტებს, რომ სტატუსის არ მიცემა იქნება დიდი შეცდომა სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან ,პოლარიზაცია კიდევ უფრო გამძაფრდეს ,არაფერი არ მოხდება მაგრამ შეიძლება ეს ,ამათი ყვირილი მაინც გაგრძელდება, ისედაც და ასედაც და მთავარი კიდევ ერთი თემაა, რომ ეს არის გზავნილი, რა გზავნილს უგზავნიან ისინი ქართველ ხალხს და ზოგადად ჩვენს ქვეყანას, ამიტომ მე იმედს ვიტოვებ, რომ გაიმარჯვებს კეთილგონიერება ევროპაში, გაიმარჯვებს სიბრძნე და გაიმარჯვებს სიმართლე, თუმცა მანამდე ჩვენ გვექნება კონსულტაციები და 12 გეგმაზე, ჩვენ დაწყების დღიდან, პირველივე დღიდან განვაცხადეთ და მეც პირადად გამოვედი, ბატონი თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე, ყველა ლიდერი და თითოეული ჩვენი გუნდის წევრი, გავხსენით ყველა კარი, არც ერთ სამუშაო ჯგუფში არ მიუღიათ მათ მონაწილეობა, პირიქით ცდილობდნენ ,რომ ჩაეშალათ ეს პროცესი ,რომ გაეჩერებინათ ყველაფერი. ამიტომ მე ვფიქრობ, შესაბამისად დაფასდება ჩვენს მიერ განხორციელებული საქმიანობა, მით უმეტეს შეფასებას თუ ავიღებთ და დამსახურებაზე იქნება საუბარი ჩვენ უკრაინას, მოლდოვას აღარ ვედრებით მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, რომ ჩვენ წინ ვართ 2-ჯერ 3-ჯერ უკრაინაზეც და მოლდოვაზეც, ვიყავით და ვართ კიდევაც დღესაც, ყველა მიმართულებით, ყველა ნებისმიერი მიმართულებით, ყველა ნებისმიერი სფერო ავიღოთ, პირიქით, აქეთ დავეხმარებით ჩვენს მეგობრებს ყველას, ჩვენ არ გვშურს პირიქით, გვიხარია, გვინდა, რომ მათ წარმატება ვუსურვოთ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას და ჩვენი სიმართლე ჩვენ უნდა დავიცვათ, სხვა არავინ არ დაიცავს ჩვენს სიმართლეს”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები