პრემიერი – ოპოზიციას: დღეს მსოფლიო დგას ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის წინაშე, რომ გამოდიხარ და ამბობ, რომ ომი უნდა დაიწყო, ვის ინტერესებს ემსახურები საერთოდ, ვინ ხარ საერთოდ და როგორ ბედავ ამას?
დღეს ასეთ რთულ ვითარებაში, მეგობრებო, მსოფლიო დგას ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის წინაშე. რომ გამოდიხარ და ვიღაცა ხარ და ამბობ რომ ომი უნდა დაიწყო, ვის ინტერესებს ემსახურები საერთოდ? ვინ ხარ საერთოდ? და როგორ ბედავ ამას?, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რადიკალური ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, საქართველოს მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა. „აქ კითხვები დაისვა – ერთ-ერთი გამომსვლელი ამბობდა, რომ თქვენს მიერ მოგონილია ეს მეორე ფრონტის მითი და თითქოს ჩვენ ჰაერიდან მოვიტანეთ ეს ტერმინები. მე შევახსენებ კიდევ ერთხელ, მათი ეს გაუბედურებული ბელადი, ციხეში რომ არის ახლა, შემოვიდა კონკრეტული მიზნით, რომ აქ მოეხდინა რევოლუცია, სისხლიანი გადატრიალება და რა თქმა უნდა ჩაფლავდა.
10 კაცი გავუგზავნეთ, გაუღეს სამალავი, ბინა და მიაბრძანეს სადაც საჭიროა. ჩვენ, აღარ მინდა გავიმეორო ახლა ამ სიტუაციაში, უკრაინა ომშია, უკრაინის ხელისუფლებაზე აღარ მინდა ვისაუბრო, მაგრამ უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებები მოვისმინეთ. ბატონი დანილოვის და სხვების, მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. პირადად თქვა, საქართველო და მოლდოვაც ახსენა ამ კაცმა. სხვებიც, მისი რჩეულები, ხელისუფლების რჩეულები გამოვიდნენ, ღიად ამბობდნენ, რომ ეს ხელისუფლება არ არის ომის ხელისუფლება, აი სააკაშვილი რომ ყოფილიყო ომს გახსნიდაო. ახლა მთავარი მინდა გითხრათ, რომ დაგამშვიდოთ, კიდევ ერთი ფაქტი – რამდენიმე კვირის წინ ამ გაუბედურებული ოპოზიციის დე ფაქტო ლიდერი, ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთ უკრაინულ არხთან აძლევს ინტერვიუს. ხომ ასე იყო? და ამბობს ასეთ რამეს, რომ, რა თქმა უნდა, საუბრობს ხელისუფლების შეცვლაზე და შემდეგ ამბობს, რომ დაიწყებს ომს – მე ციტირება არ მინდა მაინცდამაინც გავაკეთო, მედიას აქვს ამის საშუალება რომ ამოწიონ ეს განცხადება – ადასტურებს მზაობას რომ გახსნის ომს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის აღიარება, ეს არის ფაქტი, მე გელაპარაკებით ფაქტებით თქვენ საუბრობთ მარტო პირადი შეურაცხყოფებით, ამითაც ჩანს რომ ფსკერს ქვემოთ ხართ უკვე. საერთოდ გაუბედურებულები ხართ, გასაცოდავებულები ხართ და სათქმელი არ გაქვთ არაფერი- არც საქმეზე, არაფერზე საერთოდ. ბატონი მერაბიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ იგი დაიწყებს ომს ამაზე მეტი აღიარება რა გინდათ? ეს კაცი არის დღეს არაფორმალური მმართველი კეზერაშვილთან ერთად. აბა ახლა ბატონი ქურქუმალი რომ არ არის ჩვენ ხომ კარგად ვიცით? რატომ არ გქონდათ რეაქცია? რატომ არ გაქვთ რეაქცია არავის? ხელისუფლება, რომელმაც ომი ვერ აარიდა ჩვენს ქვეყანას, დაკარგა ტერიტორიები და ა.შ ოპოზიციაში გადავიდა და ოპოზიციიდან დღეს ასეთ რთულ ვითარებაში, მეგობრებო, მსოფლიო დგას ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის წინაშე. რომ გამოდიხარ და ვიღაცა ხარ და ამბობ რომ ომი უნდა დაიწყო, ვის ინტერესებს ემსახურები საერთოდ? ვინ ხარ საერთოდ? და როგორ ბედავ ამას? და ჩვენ გვეკითხებიან და ჩვენ გვდებენ ბრალს თითქოს ჩვენ მოვიგონეთ ეს ყველაფერი.
თქვენი სიტყვით, თქვენი პირით აღიარეთ ეს ყველაფერი. მერაბიშვილი გამოვიდა, თქვა პირდაპირ, პირადად თქვა, დაადასტურა მზაობა. ახლა მე დასკვნის სახით მინდა ამ ნაწილზე ვთქვა, ანუ ეს ადამიანები, ეს მავნებელი შიდა მტრები რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში აქ ვინმეს ეჭვი ეპარება რომ დღეს აქ ვისხდებოდით? ქვეყანა აღარ გვექნებოდა მეგობრებო. საქართველო არის პატარა ქვეყანა, უკრაინა ათჯერ დიდია და ა.შ. საქართველოს გადააქცევდნენ მეორე პოლიგონად. აი ეს იყო თქვენი ბინძური მზაკვრული გეგმა, რომელიც ჩაგივარდათ. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა. თქვენნაირი მოღალატე ხალხი ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში!”, – განაცხადა პრემიერმა.