“ვაგნერის” ამბოხი უკრაინაში შეჭრით პუტინის დიდ შეცდომაზე მიანიშნებს” – სტოლტენბერგი

​რუსეთში “ვაგნერის ჯგუფის” ამბოხის მცდელობა ცხადყოფს, რომ მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებით სტრატეგიული შეცდომა დაუშვა.

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში ვიზიტისას განაცხადა, – წერს Reuters-ი.

მან ასევე დასძინა, რომ გასული შაბათ-კვირის მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა.

„შაბათ-კვირის მოვლენები არის რუსეთის შიდა საქმე და კიდევ ერთი დემონსტრირება იმ დიდი სტრატეგიული შეცდომის, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა დაუშვა ყირიმის უკანონო ანექსირებით და უკრაინის წინააღმდეგ ომის წამოწყებით“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას, რადგან რუსული აგრესია გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები