მედია: პუტინი პრიგოჟინის ლიკვიდაციას და “ვაგნერელებისთვის” ამნისტიის დაპირებას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კერძო სამხედრო კამპანიის “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაციას და “ვაგნერელებისთვის” ამნისტიის დაპირებას გეგმავს.

ამის შესახებ რუსული გამოცემა “ვაჟნიე ისტორიი” რუსეთის გენშტაბში წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ცნობით, პუტინს მოსკოვში “ვაგნერის” წევრებთან შეტაკების თავიდან აცილება სურს და უშიშროების ძალებს უყენებს პრიგოჟინის ლიკვიდაციის ამოცანას, რადგან რუსეთის არმიას არ აქვს სერიოზული ძალა, რომ მოსკოვში პრიგოჟინის შესვლას აღუდგეს.

ამჟამად, ძალოვანები ყველა ქვედანაყოფის მობილიზაციას ცდილობენ, რომელიც არ არიან “სპეცოპერაციაში” ჩართული, იქნება ეს ჩეჩნური ფორმირებები, ეროვნული გვარდია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ფსბ.

”პუტინს არ სჭირდება დიდი სროლა, ამიტომ ნომერ პირველი ამოცანაა – პრიგოჟინის წერტილოვანი ლიკვიდირება, და “ვაგნერელებისთვის” ამნისტიის დაპირება”,- ამბობს გამოცემის წყარო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები