CNN: მომდევო 24 საათი პუტინისთვის გადამწყვეტი იქნება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშეა და მომავალი 24 საათი მისთვის კრიტიკულია. აღნიშნულის შესახებ გამოცემა CNN იტყობინება.
„რუსეთის პრეზიდენტი მისი ძალაუფლებისთვის ყველაზე სერიოზული საფრთხის წინაშე დგას უკანასკნელი 23 წლის განმავლობაში, რაც ბირთვული ქვეყანას მართავს. გასაოცარია იმის ყურება, როგორ დაიმსხვრა ერთ ღამეში ტოტალური კონტროლის საფარი, რომელსაც იგი ინარჩუნებდა წლების განმავლობაში“, – წერს CNN.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინს იმდენად ოსტატ ტაქტიკოსად მიიჩნევდნენ რუსეთში, რომ პრიგოჟინის პირველი განცხადება აღიქვეს, როგორც პუტინის მცდელობა თავისი გენერლები დაძაბულობაში ჰყოლოდა.
„შესაძლოა, პრიგოჟინი ფიქრობდა, რომ მას შეეძლო პუტინისთვის ბიძგი მიეცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის შეცვლაზე. მაგრამ პუტინის გამოსვლამ შაბათს დილით გაანადგურა ეს პერსპექტივა. ახლა რუსული ელიტა ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე დგას – დამხობილ საპრეზიდენტო რეჟიმსა და ბნელ, დაქირავებულ ფრანკენშტეინს შორის, რომელიც მათ შექმნეს თავიანთი ბინძური საქმის შესასრულებლად და რომელიც თავისივე ბატონების წინააღმდეგ შემობრუნდა“, – აღნიშნა გამოცემამ.