“პუტინმაც დაურეკა ტოკაევს, რომელმაც განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც ხდება, რუსეთის შიდა საქმეა” – ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაურეკა ყაზახეთის პრეზიდენტს, რათა მოეხსენებინა, რა ხდება რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ მან უპასუხა, რომ „ეს რუსეთის შიდა საქმეა“, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ ტოკაევი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინმა მას ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ აცნობა. ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე.