„ყირიმში საზაფხულო არდადეგები ახლოვდება“ – ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების შესახებ
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რუსეთში ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებას ხუმრობით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახლა საზაფხულო არდადეგები დეოკუპირებულ ყირიმში უფრო რეალისტური პერსპექტივა ხდება. ამის შესახებ “ევროპული სიმართლე” იუწყება.
რუსეთიდან გავრცელებულ ამბებთან დაკავშირებით, რომ „ვაგნერელები“ მოსკოვისკენ მიდიან, იან ლიპავსკიმ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა მესიჯი ფრაზით „ვხედავ, რომ ახლოვდება ჩემი საზაფხულო არდადეგები ყირიმში“.
Koukám, že se moje letní dovolená na Krymu přibližuje. ⛱️🇺🇦
— Jan Lipavský (@JanLipavsky) June 24, 2023
მან ასევე გაიზიარა და მადლობა გადაუხადა ევგენი პერებინოსს კომენტარზე, სადაც ის ამბობს, რომ ყირიმში მისი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია სევასტოპოლის მახლობლად მდებარე იასპისის სანაპიროა.
Jedno z mých oblíbených – Jaspisová pláž nedaleko Sevastopolu. pic.twitter.com/EUCXR4NjvH
— Yevhen Perebyinis (@YPerebyinis) June 24, 2023