Reuters: „ვაგნერელები“ ვორონეჟში სამხედრო ობიექტებს აკონტროლებენ

დაქირავებულმა „ვაგნერელებმა“ კონტროლქვეშ მოაქციეს სამხედრო ობიექტები რუსეთის ქალაქ ვორონეჟში, ამის შესახებ Reuters წერს.

„რუსული სპეცსამსახურების წყარომ განაცხადა, რომ ვაგნერის მებრძოლებმა ასევე აიღეს კონტროლი ვორონეჟში სამხედრო ობიექტებზე, რომელიც მოსკოვიდან სამხრეთით, დაახლოებით, 500 კილომეტრშია“, – აღნიშნულია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით, ოფიციალურად ვერ დადასტურდა ეს ინფორმაცია და ბევრი სხვა დეტალი, რომელიც მანამდე მოწოდებული იყო ევგენი პრიგოჟინის მიერ.

დაახლოებით, დილის 5 საათზე, ვორონეჟის რეგიონის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ M-4 გზატკეცილზე სამხედრო კოლონა იყო და მოსახლეობას მოუწოდა, თავი აარიდონ მას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები