“იმედი გვაქვს, უკრაინაში მშვიდობიანი დღეები მალე დაბრუნდება” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე უკრაინის ქალაქ ლვივის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მუსიკალური სკოლის მოსწავლეების საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის, ხალხის და ხელისუფლების მხარდაჭერის გაგრძელება უკრაინის, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ. იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიანი დღეები უკრაინაში მალე დაბრუნდება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს მოწვევით, საქართველოს უკრაინის ქალაქ ლვივის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მუსიკალური სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები